თბილისში, კიკვიძის ბაღში, მერიის ნებართვით კონცერტი იმართება. მეტი დეტალის გასარკვევად ფორმულა თბილისის მერიას დაუკავშირდა.
კითხვაზე - ხომ არ დაირღვა პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვები კონცერტის ჩატარებით, მერიაში აღნიშნეს, რომ კონცერტის აკრძალვის უფლება არ ჰქონდათ.
"ეს არ იყო ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამართული ღონისძიება, თუმცა ორგანიზატორებს ჰქონდათ შესაბამისი ნებართვა მერიისგან. თბილისის მერიას არ მიუღია არანაირი მონაწილეობა ღონისძიების ორგანიზებაში", - ამბობენ მერიაში.
ცნობისთვის, 10 სექტემბრიდან, ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 200 ადამიანამდე შეიზღუდა; აიკრძალა ღამის კლუბები ღია სივრცეებში. შეზღუდვები შეეხო ქორწილებს, იუბილეებს, ქელეხებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, სადაც დამსწრეთა რაოდენობა 10 კაცს შეადგენს.
12 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ მონაცემებით, სულ ქვეყანაში, ინფიცირების 2075 შემთხვევაა ფიქსირდება, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 1363-ს შეადგენს. 19 ადამიანი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.